Site icon Civil.ge

ცსკო-ს დადგენილების წინააღმდეგ სარჩელი ნაციონალურმა მოძრაობამაც შეიტანა

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო პროცესში მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო და კერძო საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესის შესახებ მიღებული დადგენილების წინააღმდეგ გამოდის.

დღეს “ნაციონალებმა” ცსკო-ს ამ დადგენილების წინააღმდეგ სარჩელი საოლქო სასამართლოში შეიტანეს. ნაციონალური მოძრაობის წევრის კაბა დავითაშვილის განცხადებით, ეს დადგენილება არღვევს როგორც მედიის უფლებებს, ისე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისაც.

ცსკო-მ დადგენილება 25 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე 50 დღით ადრე იკრძალება ტელე-რადიო მაუწყებლობის მიერ პარტიების და საარჩევნო სუბიექტების საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების გაშვება და ცსკო-ს უფლება აქვს სამაუწყებლო კომპანიას მოთხოვოს საეთერო დროის განაწილების გრაფიკის შედგენა.

საოლქო სასამართლოში ამ დებულების წინააღმდეგ სარჩელი 28 აგვისტოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც შეიტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)