Site icon Civil.ge

“ბლექ-სი-ფორსის” წვრთნები საქართველოში ტარდება

(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – შავი ზღვის ექვსი ქვეყნის (რუსეთი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა) სამხედრო გემები 28 აგვისტოს ფოთის პორტში შემოვიდნენ “ბლექ-სი-ფორს-2003” საზღვაო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად.

წვრთნების გაერთიანებულ შტაბს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ზაზა ერქვანია უხელმძღვანელებს.

ექვსი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები ზღვაზე ანტი-ტერორისტული და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების ერთობლივ მოქმედებებს შეიმუშავებენ.

“ბლექ-სი-ფორსის” წვრთნები, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება, მომავალ წელსაც ფოთში ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)