(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საჰაერო სივრცე დღეს 12:00 საათზე რუსეთის “სუ-25” ტიპის თვითმფრინავმა დაარღვია. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტემანტში აცნობეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, თვითმფრინავი საქართველოს ჩრდილოეთით შატილის მხრიდან 5 კილომეტრის სიღრმეში შემოფრინდა და 12:13 საათზე ისევ რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)