(თბილისი, 29 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდათა სიიდან
უპირატესობას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებების საკითხებში რუსუდან ბერიძეს ანიჭებს.
“შესანიშნავი კანდიდატურაა, მაგრამ მას მხარს არ უჭერენ ოპოზიციური პარტიები იმის გამო, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს. ისეთი გადაწყვეტილების მიღება მინდა, რომლიც ყველასთვის მისაღები იქნება”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.
ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები პრეზიდენტს კანდიდატთა სიას ორ დღეში წარუდგენენ. დღეს კი თბილისში მყოფი ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი ლივიუ ბოტა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი პლამენ ნიკოლოვი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღესვე ცსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა 25 კაციან სიას
პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძეც დაემატა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)