Site icon Civil.ge

რუსეთის ხელისუფლება საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

(თბილისი, 30 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე დრობიშევსკი კატეგორიულად უარყოფს ქართული მხარის განცხადებებს რუსული “სუ-25” ტიპის თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე.

“”სუ-25″ ტიპის თვითმფრინავებს 29 აგვისტოს არ განუხორციელებიათ ფრენა ჩრდილოეთ-კავკასიის მიმართულებით”, – განაცხადა მან.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ განაცხადა, რომ რუსული “სუ-25” ტიპის თვითმფრინავმა 29 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის სიღრმეში 5 კილომეტრის მანძილზე შემოვიდა, რის შემდეგაც უკან გაბრუნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)