(თბილისი, 30 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონი დღეს ოფიციალურად ასრულებს სამხედრო წვრთნების კურსს აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგკებში. ქართველ სამხედროებს ამერიკელი საზღვაო ქვეითები ამზადებდნენ.
ჯარისკაცებთან, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს, სამწლინახევრიანი კონტრაქტი გაფორმდება და ისინი ქართულ ჯარში ყველაზე მაღალ ხელფასებს მიიღებენ.
“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც აშშ-ის მთავრობამ 64 მილიონი დოლარი გამოყო, გასულ მაისს დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს სარდლობისა და კონტროლის ცენტრმა, კომანდოს ბატალიონის მე-11 ბრიგადამ და ეროვნული გვარდიის საჩხერეს მე-16 ბატალიონმა კოჯრის სპეციალური ოპერაციების ერთეულთან ერთად გაიარეს წვრთნა და მიიღეს შესაბამისი აღჭურვილობა.
ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები პროგრამის ფარგლებში მოამზადებენ ასევე სატანკო და ქვეითთა ერთეულს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა წარმომადგენლებისა და ამერიკელი ინსტრუქტორების განცხადებით, პროგრამა შეფერხების გარეშე ხორციელდება და 2004 წლის ბოლოს დასრულდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)