Site icon Civil.ge

ეუთომ ცსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი წარადგინა

(თბილისი, 31 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ეუთომ პრეზიდენტ შევარდნაძეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად იურისტ დავით უსუფაშვილის, სახალხო დამცველის ნანა დევდარიანისა და დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამ სამიდან ერთ-ერთი 3 სექტემბრამდე უნდა დაამტკიცოს ცსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე.

თუმცა კანონი ანიჭებს მას უფლება არც ერთი არ დაამტკიცოს. ამ შემთხვევაში ცსკო-ს 14 წევრს მოუწევს თავად აირჩიოს თავმჯდომარე საკუთარი რიგებიდან ხმათა ორი-მესამედით.

This post is also available in: English (ინგლისური)