(თბილისი, 1 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სამხედრო სადავლდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმების მომხრეა და აცხადებს, რომ ამ კანონის მიღება შეცდომა ოყო.
“სამხედრო სწავლება ყველა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს, რადგანაც ჯარი ქვეყნის ძლიერების მთავარი პრიორიტეტია”, – განაცხადა პრეზიდენტმა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.
პარლამენტმა კანონი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადებისთვის 200 ლარის ოდენობით წლიური გადასახადის დაწესების შესახებ გასულ წელს მიიღო. წელს 6 მაისის სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების მოთხოვნით თანხის გაზრდის შესახებ მოთხოვნა პარლამენტმა არ დაამტკიცა და ოფიციალური გადასახადი კვალავ 200 ლარი დარჩა.
This post is also available in: English (ინგლისური)