Site icon Civil.ge

თბილისში ეუთოს დამკვირვებელთა პირველი ჯგუფი ჩამოვიდა

(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში დღეს ჩამოვიდნენ ეუთოს წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას წარმართავენ. დღეს დელეგეცია საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.

ეუთოს წარმომადგენლები მზად არიან აწარმოონ დაკვირვება მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე და ხელი შეუწყონ საქართველოში სამართლიანი არჩვენების ჩატარებას.

ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის განცხადებით, რომელიც მან 26 აგვისტოს პრესკონფერენციაზე გააკეთა, საქართველოში სექტემბერში დამკვირვებელთა ერთი ნაწილი ჩამოვა, არჩევნების დროს კი უცხოელ დამკვირვებელთა რაოდენობა დაახლოებით 700-მდე იქნება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)