Site icon Civil.ge

ახალციხეში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ადგილობრივი გუბერნატორის წინააღმდეგ იყო მიმართული

(თბილისი, 6 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის გელა კვარაცხელიას ოფისში 5 სექტემბერს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი სამხარეო გამგეობის შენობის კომენდანტი დაშავდა.   

“აფეთქება ჩემი წასვლიდან ორ-სამ წუთში მოხდა. ეს ტერორისტული აქტი ჩემს წინააღმდეგ იყო მიმართული. დარწმუნებული ვარ, ამ თავდასხმის უკან რამოდენიმე პოლიტიკური პარტია დგას”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში.  თუმცა, მან არ დააკონკრეტა ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ადანაშაულებდა.

გელა კვარაცხელია რეგიონის გუბერნატორად რამოდენიმე კვირის წინ დაინიშნა. იგი სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი აქტიური წევრია.

სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა ლევან მამალაძემაც აფეთქებაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დაადანაშულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)