(თბილისი, 11 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსთავის მკაცრი რეჟიმის N-2 კოლონიიდან 10 სექტემბერს გვიან ღამით 129 პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა გაქცევისას ციხის დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, ერთიც მძიმედ დაჭრეს.
ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, გაქცეული პატიმრები “განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა” რიცხვს მიეკუთვნებიან. როგორც “სივილ ჯორჯიას” იუსტიციის სამინისტროში აცნობეს, ამ დროისთვის 26 გაქცეული დააკავეს.
საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი გაქცევა იყო.
ბოლო პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებებიდან პატიმართა გაქცევის შემთხვევები გახშირდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)