(თბილისი, 11 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მთავარი სამმართველო დღეს აწყობს ღონისძიებას აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებში დაღუპული მეხანძრეების ხსოვნის პატივსაცემად.
ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი სიტყვით გამოვა ღონისძიებაზე.
ქართველი მეხანძრეები პატივს მიაგებენ ტერორისტული თავდასხმის შედეგების ლიკვიდაციისას გმირულად დაღუპული 343 მეხანძრის ხსოვნას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)