(თბილისი, 11 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” საარჩევნო სიაში კვოტების გადანაწილებაზე კვლავ ვერ თანხმდება. ბლოკის თითოეული პარტია და მოძრაობა საარჩევნო სიის სათავეში ითხოვს ადგილს, რათა უზრუველყოს თავისთვის ადგილები პარლამენტში.
საარჩევნო სიის თავში ყოფნა ზრდის პარლამენტის წევრად გახდომის შანსებს იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან ბლოკი არჩევნების დროს 7%-იან ბარიერს გადალახავს.
სახელისუფლებო ბლოკი დაახლოებით 15 პარტიასა და მოძრაობას აერთიანებს.
“ყველა იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ეს შესაძლებელია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა ზეზვა ღუღუნიშვილმა 11 სექტემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)