(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილე ანდრეი რაპოპორტი დღეს თბილისში ჩამოვიდა. იგი საქართველოში არსებული ენერგოკრიზისის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან მამუკა ნიკოლაიშვილთან გამართავს მოლაპარაკებებს.
მხარეები ასევე განიხილავენ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და ენერგოკრიზისის დაძლევის გზებს. ვიზიტის დროს ასევე განიხილება რუსული ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტის საკითხი.
ამჟამად, საქართველო მწვავე ენერგოკრიზისს განიცდის. “კავკასიონის” მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მიზანმიმართული დაზიანების გამო, ელექტროენერგია მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდებათ.
“რაო ეეს”-მა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის “ეი-ი-ეს თელასის” აქციების 75% აგვისტოს დასაწყისში შეიძინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)