Site icon Civil.ge

ციხეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები დაიცავენ

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხეების გარე პერიმეტერს შინაგანი ჯარი დაიცავს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც რუსთავის #2 მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 10 სექტემბერს 129 პატიმარი გაიქცა. მათგან 48 პატიმარი უკვე დაჭერილია.

რეფორმირების შედეგად პენიტენციალური სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში 2001 წელს გადავიდა. მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტი შევარდნაძეც გახშირებულ გაქცევებში რეფორმებს სდებდნენ ბრალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)