(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი დადებითად აფასებს სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებას და აცხადებს, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო.
“მართალია სვანეთში დიდი კრიმინალური დაჯგუფებები არ შეიმჩნევა, მაგრამ ცალკეული ელემენტები მაინც არსებობენ. სულ მალე ეს ძირძველი რეგიონი თავისუფლად ამოისუნთქავს. აქ ყველაფერი ოპერატიული გზებით ხდება. ჩვენ ანტიკრიმინალური ოპერაციების წარმატებით ჩატარების დიდი გამოცდილება გაგვაჩნია, რაც პანკისის ხეობიდან იწყება”, – განაცხადა დღეს რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაცია 9 სექტემბერს დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით კრიმინალების დაპატიმრება არ მომხდარა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)