Site icon Civil.ge

თურქეთი მზად არის საქართველოს თითქმის ყველა სფეროში დაეხმაროს

(თბილისი, 15 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში ოფიციალური ვიზიტად მყოფი თურქეთის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა გიულის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილს შეხვედრა დღეს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში დახურულ კარს მიღმა ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხები განიხილეს.

“კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთი კავკასიას, განსაკუთრებით მის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს საქართველოს. განსაკუთრებით საინტერესოა ის ენეგრტიკული პროექტები, რაც ხორციელდება, რომელშიც ორივე მხარე უშუალო მონაწილეობას იღებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გაუწიოთ საქართველოს თითქმის ყველა სფეროში”, – განაცადა აბდულა გიულიმ.

“ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანმაშრომლობა თურქეთსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღესვე თურქეთის ვიცე-პრემიერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს და სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდება.

თურქეთის დელეგაცია თბილისში 15 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტი ორ დღეს გასტანს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)