(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკს საპარლამენტო არჩევნების წინ ტრადიციონალისტთა პარტია უერთდება. გაერთიანების შესახებ ოფიციალური განცხადებას ბლოკის წევრები ბლოკის ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ქუთაისიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებენ.
“ჩემთვის ყველაზე მისაღები გაერთიანება “ბურჯანაძე-დემოკრატებია”, სადაც უკვე მოხდა ოპოზიციური ძალების გაერთიანება. ჩემთვის გადამწყვეტი არ არის ტრადიციონალისტებიდან რამდენი კაცი მოხვდება საარჩევნო სიაში, რაც მთავარია, ოპოზიციამ უნდა შეძლოს ხელისუფლების დამარცხება”, – განაცხადა ტრადიციონალისტების ლიდერმა აკაკი ასათიანმა.
“ბურჯანაძე-დემოკრატების” ბლოკი მზად არის ყველა იმ პარტიასთან ითანამშრომლოს, რომელებიც მათ პრინციპებს გაიზიარებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)