Site icon Civil.ge

აფხაზეთი ენგურის ელექტროსდადგურის გამორთვით იმუქრება

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთი თბილისის ულტიმატუმს უყენებს და 16 სექტემბერს გატაცებული ენგურის ელექტროსადგურის თანამშრომლის გათავისუფლებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია ელექტროსადგურის გათიშვით იმუქრება. 

16 სექტემბერს საღამოს დაუდგენელმა პირებმა ენგურის ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ერთ-ერთი მათგანი, ქართველი, გუშინვე დააბრუნეს, ხოლო მეორე – აფხაზი ისევ მძევლობაში იმყოფება.

1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი აგრეგატები საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხოლო გამანაწილებელი ფარი, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს, აფხაზეთის ხელისუფლების მიერ კონტროლდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)