Site icon Civil.ge

გარდაბნის რაიონში რადიაციული ნივთიერება აღმოაჩინეს

(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რადიაციული ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში რადიაციული ნივთიერება აღმოაჩინეს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ლერი მესხის ინფორმაციით, აღმოჩენილი რადიაციული ნივთიერება “ცეზიუმ 137”-ია. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და მოკვლევა, საიდან მოხვდა ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ნივთიერება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)