Site icon Civil.ge

სახსრების უქონლობის გამო ქართველი რაგბისტები შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ

(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს რაგბისტების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება, ფინანსების უქონლობის გამო შეიძლება არ შედგეს.

საქართველოს რაგბის ეროვნული კავშირის პრეზიდენტის ბიძინა გეგიძის განცხადებით, საქართველოს ნაკრები ფინანსური პრობლემების გამო შეიძლება გამოაძევონ სასტუმროდან საფრანგეთში, სადაც ამჟამად ისინი ვარჯიშობენ.

უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ ნაკრების ბიუჯეტში არ გადაირიცხება 230 000 ევრო, საქართველომ, შესაძლოა, ავსტრალიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა. ნაკრები ავსტრალიაში 3 ოქტომბერს უნდა ჩავიდეს და 12 ოქტომბერს ინგლისის ნაკრებს შეხვდეს.

ეს ქართული სპორტის ყველაზე დიდი წარმატება იყო, როდესაც რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა გზა გაიკაფა მსოფლიო ჩემპიონატისკენ. საქართველოს რაგბის ნაკრები პირველი გუნდია ქართულ სპორტში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)