(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივი 850 პენსიონერის სარჩელი დააკმაყოფილა და ფინანსთა სამინისტროსა და საპენსიო ფონდს პენსიონერებისთვის ძველი, 1998-99 წლების პენსიების გაცემა დააკისრა.
ზუგდიდის პენსიონერებმა სასამართლოში სარჩელი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით შეიტანეს. მიმდინარე წელს ანალოგიური დადგენილება გამოიტანეს სამტრედიის, ქუთაისის და გორის სასამართლოებმა.
This post is also available in: English (ინგლისური)