(თბილისი, 24 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ბრითიშ პეტროლეუმი” 500 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოყოფს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის დასაფინანსებლად.
“ჩვენ მზად ვართ 500-მილიონიანი სესხი გამოვყოთ ნავთობსადების მშენებლობისთვის”, – განაცხადა “ბრითიშ პეტროლეუმ-აზერბაიჯანის” პრეზიდენტმა დევიდ ვუდვორდმა.
ნავთობსადენის საშუალებით, რომელიც ექსპლოატაციაში 2005 წელს შევა, სავარაუდოდ ერთი მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)