Site icon Civil.ge

გაეროს დამკვირვებელთა მისია ქართულ და აფხაზურ მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 26 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიამ 25 სექტემბერს ქართულ და აფხაზურ მხარეებს მოუწოდა თავი შეიკავონ რაიმე ქმედებებისგან და სამხედრო რიტორიკისგან, რაც კიდევ უფრო გააუარესებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობას.

ბოლო დროს კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის გამწვავების საშიშროება წარმოიშვა, რადგან თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსგან დამოუკიდებლობის 10 წლისთავის საზეიმოდ აღვნიშნას აპირებს.

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზების, კაზაკების და ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა დაჯგუფებებმა რუსული რეგულარული არმიის მხარდაჭერით საქართველოს ჯარები სოხუმიდან გამოდევნეს. აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისია მზად არის მიიღოს ყველა ზომა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და კონფლიქტის მოგვარების თაობაზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)