Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მცდელობას გამორიცხავს

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების წინ არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა.

“ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს შეიარაღებული ჯგუფების ფორმირებას, როგორც ეს 15 წლის წინ მოხდა, თუმცა ჩვენ არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის მცდელობას, ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რათა მოსახლეობას საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება მივცეთ,” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

მისი თქმით, მიმდინარე კვირას ჩატარდება მთავრობის გაფართოებული სხდომა, სადაც დეტალურად განიხილება არჩევნების დროს უსაფრთხოების საკითხი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)