Site icon Civil.ge

რუსეთი ჩეჩენ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის დელეგაცია ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრის სტანისლავ ილიასოვის ხელმძღვანელობით დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდა.

დელეგაცია თბილი ტანსაცმლისა და პროდუქტებისგან შემდგარ 20 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს პანკისში მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებს.

ჩეჩენი ლტოლვილების სურვილისამებრ, რუსეთის დელეგაციას შეუძლია პირველ ეტაპზე 300 ჩეჩენი ოჯახის რეპატრიაცია მოახდინოს. რუსული მხარე ასევე პირობას იძლევა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და გადაუხადოს მათ თანხები დანგრეული სახლების საკომპენსაციოდ.

რუსეთის დელეგაცია უკვე მეორედ ეწვია პანკისს. პირველი ვიზიტი, რომელიც სექტემბრის დასაწყისში შედგა, წარუმატებელი აღმოჩნდა ლტოლვილების რეპატრიაციაზე დათანხმების მხრივ.

ამჟამად პანკისის ხეობაში, ბოლო აღწერის მიხედვით, დაახლოებით, 3700 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)