Site icon Civil.ge

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სოხუმში სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საქართველოსგან დამოუკიდებლობის 10 წლისთავს მიეძღვნა.

საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, კრასნოდარის ოლქის, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები ჩამოვიდნენ.

სოხუმის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფხაზური მხრიდან 1992-93 წლების კონფლიქტში 12 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 2700 დაიღუპა, ხოლო 5000 დაიჭრა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)