Site icon Civil.ge

ეუთო საქართველოს საშიში ბომბების განადგურებაში დაეხმარება

(თბილისი, 3 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ეუთოს მისიის ცნობით, მიმდინარე კვირას ეუთო-ს პროექტის ფარგლებში დაიწყო საშიში ბომბების განადგურება შირაქის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

სამუშაოები საქართველოს სამხედრო-სამეცნიერო და ტექნიკური ცენტრის “დელტას” მიერ ეუთო-ს მისიის ზედამხედველობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში სრულდება. 

შირაქის საჰაერო ბაზაზე ამჟამად 500-მდე საშიში ბომბია, რომელთა განადგურებაც მომდევნო თვეებში მოხდება. შემდგომში იგივე ღონისძიება საქართველოს სხვა ბაზებზეც განხორციელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)