Site icon Civil.ge

საქართველო მესხეთელი თურქეთის დასაბრუნებლად მზად არ არის

(თბილისი, 6 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველო მესხეთელი თურქების საქართველოში დასაბრუნებლად მზად არ არის.

“საქართველოში არსებული სიტუაცია, თავისი კონფლიქტებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ჩათვლით, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ამ საკითხს გადავწყვეტთ და მესხეთელი თურქები აუცილებლად დაბრუნდებიან სამშობლოში”, – განაცხადა შევარდნაძემ 6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი მესხეთელი თურქების დაბრუნების თაობაზე 1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების თანახმად.  

ამ ვალდებულების თანახმად, 1944 წელს დეპორტირებული მესხეთელი თურქები 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა მესხეთელი თურქების რეპატრიაციას საქართველოსი და აღნიშნა, რომ მათ სრული უფლება აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)