(თბილისი, 7 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ხვალისთვის დაგეგმილი მთავრობის სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
8 ოქტომბრის მთავრობის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე უნდა დასწრებოდა, სადაც ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარებაზე უნდა ესაუბრა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას ეშინია იმ მწარე სიმართლის მოსმენა, რომლის თქმასაც მე ხვალ ვაპირებდი და ამიტომაც გადაიდო მთავრობის სხდომა”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)