Site icon Civil.ge

აზერბაიჯანმა საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაცია მოახდინა

(თბილისი, 8 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აზერბაიჯანის მიმართYსაქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას 7 ოქტომბერს ბაქოში მოეწერა ხელი.

ხელშეკრულებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრებმა მირიან გოგიაშვილმა და ავეზ ალეკპეროვმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა 20 წლის განმავლობაში დაფარავს 20 მილიონი დოლარის ოდენობის დავალიანებას აზერბაიჯანის მიმართ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)