(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ “ბურჯანაძე-დემოკრატების” საარჩევნო ბლოკი პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს.
“ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით”, – განაცხადა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ 8 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
ნინო ბურჯანაძემ ამ ბრალდებას “უსაფუძვლო და აბსურდული” უწოდა.
“მთავრობამ შავი პიარი წამოიწყო ჩემს წინააღმდეგ,” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს სახელისუფლებო ბლოკის ბრალდებების კომენტირებისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)