Site icon Civil.ge

ცხინვალი იგორ გიორგაძისთვის თავშესაფრის მიცემას უარყოფს

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყოფს, რომ საქართველოს უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფი იგორ გიორგაძე, რომელსაც პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმაში ედება ბრალი, ამჟამად “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიაზე ცხოვრობს.

იგორ გიორგაძე საქართველოდან 1995 წელს გაიქცა, მას შემდეგ რაც მას ამავე წლის აგვისტოში შევერდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 

გიორგაძის მომხრეთა მიერ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ განაცხადში ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი “სამხრეთ ოსეთში” ცხოვრობდა. უშიშროების ყოფილ შეფს საპარლამენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მისი განაცხადი არ იქნა მიღებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)