Site icon Civil.ge

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი რუსეთში გაემგზავრა

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი 10 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც იგი “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის”  ხელმძღვანელთან ანატოლი ჩუბაისთან გამართავს მოლაპარაკებებს რუსული ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტის თაობაზე.

აგვისტოს დასაწყისში რუსულმა კომპანიამ თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის აქციების 75% შეიძინა.

რუსეთში ვიზიტამდე ნიკოლაიშვილი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც მან გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საქართველოსთვის 35 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს თანხა საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)