Site icon Civil.ge

საქართველოსა და უზბეკეთის პრეზიდენტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

(თბილისი, 10 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს თავის უზბეკ კოლეგას ისლამ კარიმოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 9 ოქტომბერს ჩამოვიდა. შეხვედრას ორი ქვეყნის მთავრობების წევრებიც ესწრებოდნენ.

საქართველოს და უზბეკეთის პრეზიდენტებმა ხუთ სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათ შორის ხელშეკრულებას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღკვეთასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე.

“მესხეთელი თურქების დაბრუნების საკითხი [რომლებიც საქართველოდან დეპორტაცია 1944 წელს მოხდა] შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა. ამგვარი საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია მხოლოდ საქართველოსა და უზბეკეთის მიერ”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენეღარიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა მესხეთელი თურქების საქართველოში რეპატრიაციას და განაცხადა, რომ მათ აქვთ სრული უფლება თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)