Site icon Civil.ge

ქართული და აფხაზური დელეგაციები ბალკანეთზე გაემგზავრნენენ

(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ კაზი ახმედ აშფაკის ინიციატივით, საქართველოსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაციები 12 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცოგოვინასა და კოსოვოში გაემგზავრნენ.

ქართულ დელეგაციას საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე ხელმძღვანელობს, ხოლო აფხაზურს – თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

დელეგაციის წევრები პოსტ-კონფლიქტურ ზონებში სამშვიდობო პროცესების მიმდინარეობას გაეცნობიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)