Site icon Civil.ge

შევარდნაძე კიდევ ერთხელ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მუქარის წინააღმდეგ

(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთი იტოვებს პრევენტიული დარტყმების განხორციელების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ მის ეროვნულ უსაფრთხოებას რაიმე საშიშროება შეექმნება.

“პრევენტიული დარტყმების შესახებ განცხადება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს”, – განაცხადა შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 13 ოქტომბერს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს პრევენტიული დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას, თუ მისი ინტერესები ამას მოითხოვს.

შევარდნაძემ 10 ოქტომბერს გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა ამ მუქარის გამო და მოსკოვის ახალი სამხედრო დოქტრინა ადოლფ ჰიტლერის რეჟიმს შეადარა.

“მე მახსენდება ჰიტლერის ზოგიერთი გამონათქვამი. ის არასდროს ამბობდა – ჩვენ უნდა დავიპყროთ ევროპა. ის ამბობდა – მოდით დავეხმაროთ ავსტრიას, მოდით დავეხმაროთ ჩეხოსლოვაკიას, მოდით დავეხმაროთ პოლონეთს და ასე შემდეგ”, – განაცხადა შევარდნაძემ 10 ოქტომბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)