Site icon Civil.ge

პოლონელი დიპლომატი გაძარცვეს

(თბილისი, 14 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს თავს დაესხნენ სოფელ უდაბნოსთან და გაძარცვეს, მაშინ როცა იგი თავის ოჯახთან და თარჯიმანთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა.

თავდამსხმელებმა დიპლომატს მანქანა და 400 ამერიკული დოლარი წაართვეს. მოგვიანებით პოლიციამ დიპლომატის მიტოვებული მანქანა იპოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)