(თბილისი, 16 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციალისტური პარტიის ლიდერისა და სახელისუფლებო ბლოკის წევრის ვახტანგ რჩეულიშვილის ინიციატივით, თბილისში 16-17 ოქტომბერს ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება.
ფორუმში რუსეთისა და საქართველოს მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ფედერაციის საბჭოს და მეწარმეთა კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე რუსი ბიზნესმენები შედიან.
ფორუმზე საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილება.
რუსეთის დელეგაციის წევრები პრეზიდენტ შევარდნაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)