Site icon Civil.ge

ცსკ-ის თავმჯდომარისა და პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან

(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძე კონსულტაციებს გამართავს პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცსკ-ისა და პარტიებს შორის შეხვედრაზე მიიღეს.

საუბრის თემა არჩევნებში მონაწილე პარტიათა გუნდის მოთხოვნები იქნება, რომლის თანახმადაც არჩევნები ან უნდა გაიდაიდოს ან გამოსწორდეს ის დარღვევები, რომელთა დამადასტურებელი საბუთები პარტიათა ნაწილმა ცსკ-ის წარუდგინა.

დღესვე პრეზიდენთან კონსულტაციებს გამართავენ ამ მოთხოვნის ავტორი პარტიები და პოლიტიკურ გაერთიანებები. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი, ტრადიციონალისტები, სახალხო პარტია, მრეწველები, ლეიბორისტები, სოციალისტები, “თანადგომა” და “ერთობა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)