(თბილისი, 30 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 ნოემბერს საქართველოს 4 საარჩევნო ოლქში, მათ შორის Dდედაქალაქში, საბურთალოს რაიონში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების დამატებითი არჩევნები მიმდინარეობს.
როგორც “სივილ ჯორჯიას” ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცნობეს, საარჩევნო უბნები ყველა ოლქში დილის 7 საათზე გაიღო და შუადღის 12 საათისთვის არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით ცსკო-ში არცერთი განცხადება არ შესულა დარღვევებთან დაკავშირებით.
თბილისის საბურთალოს რაიონის გარდა არჩევნები მიმდინარეობს რუსთავში, აბაშისა და სამტრედიის რაიონებში.
ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, დილიდან საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობა შეინიშნება, თუმცა როგორც საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, დღის მეორე ნახევარში აქტიურობა მოიმატებს.
თბილისის საარჩევნო უბნებში დამკვირვებლები კვლავ აღნიშნავენ ამომრჩეველთა სიებში შეუსაბამობებს, თუმცა, მოსახელობის იმ ნაწილს, რომელიც სიებში არ არის შეტანილი, ხმის მიცემის სასუალება დამატებით სიებსი შეტანით ეძლევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)