Site icon Civil.ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საარჩევნო სისტემის რეფორმას მოითხოვენ

(თბილისი, 19 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც ქვეყნის საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე მუშაობს, საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაჩქარდეს რეფორმები ამ სფეროში, რატა მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს.

თავისუფლების ინსტიტუტი, მშვიდობის, დემოკრატისა და განვითრების კავკასიური ინსტიტუტი, სამართლიანი არცევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები დღეს შეიკრიბნენ და ამ თემაზე მსჯელობენ.

კოალიცია ამტიცებს, რომ საარჩევნო სიების დაზუსტება და ახალი საარჩევნო კომისიების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)