(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო არჩევნების ზუსტი დრო გაირკვა. საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 3 მაისის განკარგულების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდება.
მანმადე კი უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება. ამ საკითხის განხილვას პარლამენტი 6 მაისს სხდომაზე განაგრძობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)