(თბილისი, 17 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ენერგოსისტემა დღეიდან პარალემლურ რეჟიმში მუშაობს რუსეთის ენერგოსისტემებთან. რუსეთიდან 500 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის “კავკასიონის” საშუალებით დაახლოებით 100 მგვტ ელექტროენერგია მოეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას.
რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე მოლაპარაკებას რუსულ მხარესთან სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად “თელასის” ხელმძღვანელებიც აწარმოებდნენ.
ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთის ენერგოკომპანია “არმენენერგოსთან” დამატებითი ენერგიის იმპორტის თაობაზე. ელექტროენერგიის იმპორტისთვის კომპანია “თელასს” ერთწლიანი ლიცენზია გადაეცა.
რუსეთიდან ელექტრიენერგიის იმპორტი აქამდე გადამცემი ხაზის ტექნიკურად გაუმართაობის და გასულ წლებში დაგროვილი ვალის გამო ვერ ხორციელდებოდა. მხარეების შეთანხმდნენ, რომ მოხდებოდა გასულ წლებში დაგროვილი დავალიანების გადავადება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)