(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაური, არმიის გენერალი აითაქ იალმანი 21 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხის განხილვის მიზნით.
პრეზიდენტ შევარდნაძესთან 21 ოქტომბერს გამართული შეხვედრის დროს თურქეთის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ თურქეთი დაინტერესებულია საქართველოს ინტეგრაციით ნატოში.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ტექნიკური და ფინანსური დახმარებას საქართველოსთვის მისი შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტების შესაბამისად რეფორმირების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)