(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ვალერი ლასტოვსკი დღეს დილით გარდაიცვალა 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო.
სამხედრო ატაშე რუსეთის საელჩოს ტერიტორიას ტოვებდა თავისი ჯიპით, როდესაც მისკენ მომავალ ავტომანქანას შეეჯახა. იგი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საგზაო პოლიცია ავარიის მიზეზებზე საუბრისგან თავს იკავებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)