Site icon Civil.ge

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

(თბილისი, 24 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართველმა მესაზღვრეებმა 23 ოქტომბერს ორი შეიარაღებული პირი დააკავეს, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს დაღესტნის მონაკვეთი უკანონოდ გადმოკვეთეს.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე პიროვნება რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და დაღესტნის მაცხოვრებელია.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანახმად, ეს ორი პიროვნება სავარაუდოდ რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩეჩნეთში.

This post is also available in: English (ინგლისური)