Site icon Civil.ge

სახელისუფლებო ბლოკი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს აყენებს

(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკმა “ახალი საქართველოსთვის” დღეს დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისა და მათი პრივილეგიების შეზღუდვის საკითხი დააყენა.

“ძალიან ხშირად ისეთი ხალხი ცდილობს პარლამენტში მოხვედრას, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და დეპუტატის იმუნიტეტის საშუალებით უნდათ თავი დააღწიონ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ უნდა გავაუქმოთ დეპუტატის იმუნიტეტი და შევზღუდოთ დეპუტატთა პრივილეგიები”, – განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან მამალაძემ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

მამალაძემ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა ეს საკითხი ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე დააყენონ და შესაბამისი კანონი მიიღონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)