Site icon Civil.ge

ოპოზიციურმა პარტიამ რკინიგზის სამტრედიის მონაკვეთი გადაკეტა

(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციური პარტია “ეროვნული თანხმობის” წევრებმა დღეს საქართველოს რკინიგზის სამტრედიის მონაკვეთი გადაკეტეს.

პარტიის წევრები ამომრჩეველთა არაზუსტი სიების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ და აცხადებდენ, რომ სწორედ არაზუსტი სიები წარმოადგენს საფუძველს არჩევნების გაყალბებისთვის.