(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტ შევარდნაძის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ დღეს უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ გერმანიაში ვილა შეისყიდა.
გერმანული გაზეთი “ბილდი” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბადენ-ბადენში 11 მილიონ ევროდ შეფასებული ვილა იყიდა.
“ისეთ ბულვარულ გაზეთებში, როგორიც “ბილდია”, იმდენი სისულელე იბეჭდება. “ბილდი” არ არის “ჰერალდ ტრიბუნი. ის, რაც იბეჭდება “ბილდში”, არასოდეს დაიბეჭდება სერიოზულ გაზეთებში”, – განუცხადა კახა იმნაძემ ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)